Digest Logo

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „ტიკტოკერი“ აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა

1749538459
 ხაბი ლეიმი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტიკტოკერი ხაბი ლეიმი აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა დააკავა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ხელისუფლებამ მას ქვეყნის „ნებაყოფლობით დატოვების“ უფლება დართო.

წარმოშობით სენეგალელი, იტალიელი 25 წლის TikTok-ის ვარსკვლავი, ლას-ვეგასის, გარი რისდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს. როგორც გაირკვა, მის ტურისტულ ვიზას ვადა ჰქონდა გასული.

ლეიმი TikTok-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხმარებელი და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია. მას 162 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ივნისში ფინანსური წარმატება და იღბალი ელოდება

თამთა ხუხუნაიშვილმა და აჩიკო გოგიტიძემ ჯვარი დაიწერეს - წყვილმა შვილიც მონათლა

„საქართველოში 30 წლის ბიჭები მელოტდებიან და დიდი ღიპებით დადიან, ემიგრაციიდან გაგზავნილი დედის ფულებით ცხოვრობენ“ - ცისნამი საყვარლიშვილი ნუცა ბუზალაძეს ნიშნობას ულოცავს