Digest Logo

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა დალმაიერი პაკისტანში, ქვათაცვენაში მოჰყვა - მას მეორე დღეა, ეძებენ

1753819465
ლაურა დალმაიერი

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაურა დალმაიერი პაკისტანში, ქვათაცვენაში მოჰყვა. ინციდენტი კარაკორუმის მთებში მოხდა. 31 წლის დალმაიერი მეწყვილე ალპინისტთან ერთად ლაილას მწვერვალზე ადიოდა (6096 მეტრი). 5,7 ათასი მეტრის სიმაღლეზე ქალი ქვათაცვენაში მოჰყვა და, სავარაუდოდ, სერიოზული ტრავმები მიიღო.

მისმა მეწყვილემ მაშველები გამოიძახა, თუმცა ქვების ცვენის გაგრძელების ალბათობა კვლავ მაღალია და სპეციალისტებმა სპორტსმენს ჯერ ვერ მიაღწიეს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ინციდენტი გუშინ მოხდა, თუმცა რთული რელიეფის გამო მაშველებმა ინციდენტის ადგილამდე მხოლოდ დღეს მოახერხეს მისვლა. დალმაიერის მეწყვილე მთიდან დამოუკიდებლად ჩამოდის.

ლაურა დალმაიერი გერმანიის ნაკრების რიგებში 2013-2019 წლებში ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონი ის 2018 წლის თამაშებზე გახდა. ის ასევე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. დალმაიერმა კარიერა 2019 წელს, 25 წლის ასაკში დაასრულა.

კარიერის დასრულების შემდეგ ის სერტიფიცირებული სამთო გიდი გახდა და სამთო-სამაშველო სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ ვიცი ეს წელი რას მიმზადებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომზადებული დავხვდები!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი 19 წლის გახდა

გუდაურის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

„ულამაზესები ხართ, გოგოებო“ - თაკო ნაცვლიშვილი დედასთან ერთად პოზირებს