Digest Logo

პოლონელმა მოცურავემ ბალტიის ზღვა გადაკვეთა, მან ცურვით 160 კმ. დაფარა

1785761031
პოლონელმა მოცურავემ

პოლონელმა მოცურავემ, ბართლომე კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა გადაკვეთა. მან 55 საათში 160 კმ. ცურვით დაფარა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

კუბკოვსკიმ ბალტიის ზღვა მე-5 მცდელობით გადაკვეთა. მან სტარტი შვედეთში აიღო და დისტანცია პოლონეთის ქალაქ ძივნუვში დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში ის გამყოლ ნავს არც ერთხელ არ შეეხო, არ დაუსვენებია და არ ეძინა. საკვებს მას სპეციალური მილით, ნავიდან გადასცემდნენ.

რეკორდის დამყარებიდან მიღებული თანხა კუბკოვსკიმ Cancer Fighters-ის ფონდს გადასცა.

მანამდე ბალტიის ზღვა უფრო მოკლე მარშრუტით, 2017 წელს ასევე პოლონელმა, სებასტიან კარასმა გადაკვეთა. მან პოლონეთიდან დანიის სანაპირომდე 100 კმ-იანი დისტანცია 28 სთ-ში დაფარა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა...“ - ნინი კენჭიაშვილისა და ლევან წვერავას უმცროსი ვაჟი გაქრისტიანდა

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

წყარო: newshub.ge