Digest Logo

პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვიდან 29 წელი შესრულდა - მსოფლიო მედია „ხალხის გულების დედოფალს“ იხსენებს

1788264554
პრინცესა დიანა

უელსის პრინცესა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე არატრადიციული წევრი, პრინცესა დიანა საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი „ლედი დი“ განსხვავებული გარეგნობითა დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდა. ლედი დიანას გარდაცვალება ბრიტანეთისთვის თავზარდამცემი ამბავი იყო, იგი 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში, დოდი ალფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა.  

პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვიდან 29 წელი შესრულდა.

დიანა სპენსერი არ იყო უბრალოდ სამეფო ოჯახის წევრი - ის იყო ადამიანი, რომელსაც ფორმალობების ცივი კედლები ვერ აკავებდა. იმ ეპოქაში, როდესაც დიდებულება დისტანციით იზომებოდა, მან არჩია, ყოფილიყო ახლოს მათთან, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა.

თავისი უშუალობით, გულწრფელი ღიმილითა და უსაზღვრო ემპათიით მან შეძლო შეეცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება შიდსით დაავადებულთა თუ საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების მიმართ.

მსოფლიომ დაკარგა ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიკეთე ყველაზე ძლიერი ძალაა დედამიწაზე. ის ოფიციალურად დედოფლობას ვერ მოესწრო, თუმცა სამუდამოდ დარჩა „ადამიანების გულების დედოფლად“.

შეგახსენებთ, უელსის პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

პრინცესა დიანას გარდაცვალების ირგვლივ მედიასა და საზოგადოებაში წლების განმავლობაში არაერთი ოფიციალური თუ კონსპირაციული ვერსია განხილულა.

ოფიციალური საგამოძიებო ვერსიებით, როგორც ფრანგული გამოძიების, ისე ბრიტანული Operation Paget-ის მიხედვით, ტრაგედია უბედური შემთხვევა იყო, რომელიც რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

გამოძიების მიხედვით, Mercedes S280-ის მძღოლი, ანრი პოლი, ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რათა პაპარაცების დევნას გაქცეოდა. 

პრინცესა დიანას სიკვდილს მაშინვე მოჰყვა შეთქმულების თეორიები, რომელთაც განსაკუთრებით ამწვავებდა დოდი ალ-ფაიედის მამა, მილიარდერი მუჰამედ ალ-ფაიედი.

მუჰამედ ალ-ფაიედი და მედიის ნაწილი ამტკიცებდნენ, რომ ავარია დაგეგმილი იყო ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის MI6-ის მიერ, სამეფო ოჯახის კერძოდ, პრინც ფილიპის დავალებით: თითქოს სამეფო ოჯახს არ სურდა, მომავალი მეფის, პრინც უილიამის დედას ექორწინა მუსლიმ მამაკაცზე და გაეჩინა შვილი.

მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დიანა დოდი ალ-ფაიედისგან ორსულად იყო. თუმცა სასამართლო ექსპერტიზამ და სამედიცინო შემოწმებამ ორსულობის ფაქტი სრულიად უარყო.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, დიანამ წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ გრძნობდა საფრთხეს: „ჩემი ქმარი გეგმავს ჩემს ავარიას... მანქანის მუხრუჭების გაფუჭებას, რათა გზა გაითავისუფლოს ხელმეორედ დაქორწინებისთვის“.

ამ წერილის გამოქვეყნებამ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა გამოძიებამ ჩათვალა, რომ დიანა იმ პერიოდში პარანოიდულ განწყობებზე იმყოფებოდა, მათ შორის, მედიის მხრიდან მუდმივი თვალთვალის გამო.

არსებობს კიდევ ერთი, სამედიცინო დახმარების დაგვიანების ვერსია

ფრანგული მედიისა და საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა საფრანგეთის სასწრაფო დახმარების სისტემას. დიანა შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში საკმაოდ გვიან გადაიყვანეს, რადგან ფრანგული პროტოკოლით პაციენტის მდგომარეობის ადგილზევე სტაბილიზაციას ცდილობდნენ.

მაშინ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: „ხომ არ დაკარგეს ძვირფასი ოქროს საათი მისი გადასარჩენად?“.

ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა პრინცესა დიანას კარმა და დაბადების რუკა ერთ-ერთ ვიდეოში განიხილა. მან ვიდეოში სიღრმისეული ანალიზით აჩვენა, როგორ ფორმირდებოდა დიანას გადაწყვეტილებები, ემოციები და მისი კარმული გზის ეტაპები.

ბედოშვილის თქმით, დიანას ბავშვობიდანვე ჰქონდა პირადი უსაფრთხოების დარღვევა, რაც დედის ცივ და ბრაზიან ემოციებთან იყო დაკავშირებული. 

 „ეს ადამიანი გაზრდილი იყო, სიცივეში - ანუ პირადი უსაფრთხოების რღვევაში. დედა ჰყავდა სავარაუდოდ, ბრაზიანი და ცივი, მისი ემოციები დედისგან ძალიან დაზიანებული იყო. უპირობო სიყვარულის მომენტი არ არის გამოხატული მის რუკაში. ამ ადამიანს ბავშვობიდან დაერღვა უსაფრთხოების ღერძი.

დიანა წინა ინკარნაციაში, იყო ადამიანი, რომელსაც გაიგივებული ჰქონდა თავი საზოგადოებასთან, აინტერესებდა ხალხის აზრი. არ თვლიდა, რომ ვინმე ვინმეზე მეტიო იყო, ან ნაკლები. ძალიან გადაყოლილი იყო მეგობრებზე, მარტო ყოფნა არ შეეძლო. იგი ცივ გონებაზე იყო ორიენტირებული და რაციონალური გონების გახლდათ.

სავარაუდოდ, იგი წინა ინკარნაციაში მედიცინის სფეროში იყო, ბავშვთა განხრით, სადაც ნეგატიური კარმა აქვს დათესილი. მას წინა ინკარნაციაში შვილები არ ჰყავდა. გენეტიკა არ იყო მისთვის პრიორიტეტი და მისი ცხოვრების მიზანი მეგობრებთან გართობა და სხვისი შვილების აღზრდა იყო. არ ჰქონდა ინდივიდუალიზმი გამოვლენილი, ვერ იტანდა გამოვლენას ვიღაცა ვიღაცაზე მეტია.

ცივი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ინკარნაციაშიც, ბავშვობაში არსებული დედის სიცივე და უსიყვარულობა, მიტოვებულის განცდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისუფლების დიდი მოთხოვნილება. რადგან წინა ინკარნაციაში, არ იყო პრიორიტეტი მიღმიერი სამყაროს არსი.

წინა ცხოვრებაში იყო ათეისტი. არ განუცდია სიყვარული და მისთვის ეს თემა გაუგებარი იყო. ეს ცხადია, არც კარგია და არ ცუდი, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ეს იყო ერთი მხარე, რომელიც ცუდად დაამუშავა.

წინა ინკარნაციაში იყო ცივი გონება და მატერიალიზმი, სიყვარული არ იყო იქ. შესაბამისად, მას სიყვარულის ენერგია არ ჰქონდა დამუშავებული.

დიანა ამ ინკარნაციაში დაიბადა საგვარეულო ოჯახში და არც ინტერესდებოდა შტოთი, რომ შეესწავლა. მისი კარმა მიუთითებს მსხვერპლის როლზე, იგი უნდა გაჰყოლოდა გენეტიკური ხაზის შესწავლას, მისი პირველი შვილი მას უნდა გაეზარდა და ვიცით, რომ იგი თავად ზრდიდა შვილებს. მისთვის არ იყო რეკომენდებული სხვისი შვილების მოვლა და ქველმოქმედება, რაც წინა ცხოვრებაში სრულად ჰქონდა ათვისებული, რაციონალური გონებით. მას უნდა ეზრუნა ამ ცხოვრებაში საკუთარ შვილებზე, და ჰყვარებოდა უპირობოდ. იგი ამ ცხოვრებაში წინა ცხოვრების მსგავსად, აკეთებდა იმავეს, ეწეოდა ქველმოქმედებას რის გამოც დაისაჯა“,- ამბობს ასტროლოგი.