საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვის შესახებ განაცხადა, რომელიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.
საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი, ახალგაზრდები, გაბრაზდებით ჩემზე; თქვენს ასაკში რომ ვიყო, შეიძლება მეც იგივე მეგრძნო“, - განაცხადა მიცოტაკისმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი ასევე განიხილავს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას.
მსგავსი გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც მიიღო.
ამასთან, დანიაც გეგმავს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იუდას ღალატის დღე – ქრისტიანული სამყაროსთვის მძიმე სიმბოლური თარიღი
⭕ ასტროლოგიური მანიკიური აპრილისთვის - თაკო მელიქიშვილის რეკომენდაციები