Digest Logo

საფრანგეთში 31 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

1793533500
 საპროტესტო აქციები

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით, 20:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაპატიმრებების რაოდენობამ 511 შეადგინა.

ამასთან, მედიის ცნობით, მარსელში ფეხსაცმლის მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს. ბუშ-დიუ-რონის პრეფექტურის პოლიციის ცნობით, აღნიშნული პირები ქალაქში Foot Locker-ის მაღაზიის საწყობებში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.

ფრანგული მედიის ცნობითვე, 24 ოქტომბრის აქციაზე ქვეყნის მასშტაბით 1 314 პირი დააკავეს, ხოლო 17 ოქტომბერს — 2 628. 

✕