ევროპაში ნალექიანი და ცივი ამინდის შემდეგ მკვეთრად დაცხა. საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ +30 გრადუსამდე მოიმატა, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და მეტეოროლოგები ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ.
მოულოდნელი და მკვეთრი დათბობის ფონზე პარიზელები გაგრილებას შადრევნებთან და სენას სანაპიროზე ცდილობენ. მდინარეში ცურვის აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე ადამიანი სენაში გასაგრილებლად ხიდიდან გადახტა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სამოთხე, ჩემ დიდ სიყვარულთან ერთად“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე