პოპვარსკვლავი შაკირა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ხმა კიდევ ერთხელ გახდა. მომღერალმა წარადგინა ვიდეორგოლი სიმღერაზე Dai Dai, რომელიც მან Burna Boy-სთან ერთად შეასრულა.
სწორედ ეს კომპოზიცია იქნება 2026 წლის მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ.
ვიდეორგოლის მთავარ სიურპრიზად მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავების გამოჩენა იქცა. კლიპში მონაწილეობა მიიღეს ლეონელ მესიმ, კილიან მბაპემ, ლუის დიასმა და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმა.
შაკირასთვის ეს უკვე ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც მის მუსიკასთან ასოცირდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ შაკირა Dai Dai-ს სწორედ დახურვის ცერემონიაზე შეასრულებს. გრანდიოზულ შოუს, მასთან ერთად, მადონა და BTS შეუერთდებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სამოთხე, ჩემ დიდ სიყვარულთან ერთად“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
⭕ცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
წყარო: imedinews.ge