Digest Logo

შრი ლანკაში ციკლონ „დიტვას“, სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება

1764410712
შრი ლანკაშრი ლანკა

შრი ლანკას ციკლონი „დიტვა“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყანაში, სულ მცირე, 46 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მომდევნო 12 საათის განმავლობაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმები და ძლიერი ქარი კიდევ უფრო ძლიერ წყალდიდობას გამოიწვევს.

სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე შედეგები ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში გამოიწვია. კატასტროფების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის 44 000 ადამიანი დაზარალდა.

შრი ლანკის სტიქიით დაზარალებულ რეგიონს ინდოეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე არასდროს მნდომებია პოპულარული ვყოფილიყავი...როცა ხარ ცნობადი ბევრს ლაპარაკობენ შენზე“ - ნინი ბადურაშვილი

⭕„საოცრად გამოიყურები“ - მაკა ზამბახიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

🎥 პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

წყარო: 1tv.ge