Digest Logo

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

1780217368
ტირანოზავრის ჩონჩხი

67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხს, მეტსახელად გასი, ივლისში სააუქციონო სახლ Sotheby’s-ის აუქციონზე გაიტანენ. მისი სავარაუდო ღირებულება 20-დან 30 მილიონ დოლარამდეა.

ნამარხის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრს შეადგენს. ის დღემდე აღმოჩენილ ტირანოზავრ რექსებს შორის ყველაზე დიდი და სრული ჩონჩხია. გასს შენარჩუნებული აქვს თავის ქალა და ძვლების დაახლოებით 82%, მათ შორის 6 კბილი. აუქციონი 14 ივლისს არის დაგეგმილი.

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

მეტსახელი „გასი“ მას იმ რანჩოს მფლობელის (გას ლიკის ​) პატივსაცემად დაარქვეს, სადაც ჩონჩხი იპოვეს. გათხრები 2021-დან 2023 წლამდე სამხრეთ დაკოტაში მიმდინარეობდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უფალთან ურთიერთობაში ერთგულების პრინციპია მნიშვნელოვანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“ - ნოე სულაბერიძემ სიყვარულის ისტორია გაიხსენა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში