აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგ გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პაიკის ადვოკატების თქმით, დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება, სიკვდილით დასჯა სასტიკი და უჩვეულო მოპყრობის გარეშე აღსრულებულიყო.
მოგვიანებით ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ პაიკი სიკვდილით დასჯის მცდელობას გადაურჩა.
უწყების განცხადებით, ლეტალური ინიექციისთვის გამოყენებული ქიმიური ნივთიერება აქამდე ყოველთვის ეფექტიანი იყო, ხოლო მოქმედი პროტოკოლი არ ითვალისწინებს დამატებით პროცედურებს იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც იმ საღამოს უკვე ჩატარდა.
უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კრისტა პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიკვდილით დასჯის პროცესზე დამსწრე ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პენტობარბიტალის ორი დოზის მიღებიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მათ ქალის ხროტინი ესმოდათ.
პაიკის სიკვდილით დასჯა ოთხშაბათს, დილის 10:00 საათზე იყო დაგეგმილი. მას 1995 წელს, 18 წლის ასაკში, თანაკლასელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, პაიკი ტენესის შტატში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ქალი იქნებოდა, რომლის მიმართაც სასჯელს აღასრულებდნენ.
პაიკის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საგანგებო შუამდგომლობა შეიტანეს და სიკვდილით დასჯის შეჩერება მოითხოვეს. მათი განცხადებით, შტატი არღვევს მის უფლებას, სიკვდილით დასჯა სასტიკი და უჩვეულო მოპყრობის გარეშე აღსრულდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია
⭕ ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს
წყარო: newshub.ge