Digest Logo

„ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს“ - რომის პაპი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე

1756299217
რომის პაპი

რომის პაპი ლეო XIV მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის თითქმის 2 წლიანი კონფლიქტის დასრულებას.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მისი თქმით, ცეცხლი სამუდამოდ უნდა შეწყდეს, ღაზაში მყოფი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს ღაზას.

„კიდევ ერთხელ ვაკეთებ მკაცრ მოწოდებას, რათა დასრულდეს კონფლიქტი წმინდა მიწაზე, რომელმაც ამდენი ტერორი, ნგრევა და სიკვდილი გამოიწვია. ვითხოვ ყველა მძევლის გათავისუფლებას, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ შეღწევის ხელშეწყობას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად დაცვას“, - განაცხადა რომის პაპმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდის არის საშიში კრაზანის ნაკბენი და როგორ უნდა მოიქცეთ კბენის შემდეგ? - ეს უნდა იცოდეთ

🎥 1-ელი სექტემბრიდან ზოდიაქოს 5 წარმატებული ნიშანი - ვინ იქნება ფავორიტი, გოგა მანიას პროგნოზი!

⭕„ვფიქრობ, ყველაფერი კონკურენტებმა მოუწყვეს...“ - რას ამბობს პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთლის მეგობარი?