Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს

1751112809
ლევან მაჭავარიანი

„ნებისმიერი ინდექსები, რომლებიც ბოლო 1 წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, რომლებიც დაკავშირებული არის დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ატლანტიკურმა საბჭომ“  მიერ გამოქვეყნებულ ინდექს, სადაც ნათქვამია, რომ თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ყველაფერი არის 180 გრადუსით შეცვლილი და აბსოლუტურად ყველა ინდექსში - საქართველო  მოწინავე პოზიციებზეა.

„ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ არამხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი მოქალაქეები ამას აკვირდებიან - რა იყო 12 წლის წინ და რა ხდება 12 წლის თავზე ქვეყანაში, როდესაც არის - სრული თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლება, როდესაც ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, თუ როგორი მოპყრობა არის ციხეებში პატიმრების მიმართ და ა.შ. ყველაფერი არის კარდინალურად, რა თქმა უნდა, შეცვლილი, 180 გრადუსით შეცვლილი.

ნებისმიერი ინდექსები, რომლებიც ბოლო 1 წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, რომლებიც დაკავშირებული არის დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე.

შევახსენებ საზოგადოებას, აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ - ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კეკე და დედის ხელი“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

⭕„ყველაზე ბედნიერი, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ“ - გვანცა მაჭარაშვილი ქორწილის კადრებს გვიზიარებს

🎥 „მადლობა, რომ ჩემთან ერთად აღნიშნავთ გამარჯვებას“ - ილია თოფურია საჩემპიონო ბრძოლის წინ მხიარულ კადრებს აქვეყნებს