
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენი კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, როდესაც კანონი სრულდება ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ჩვენ ამას ყურადღებას, რა თქმა უნდა, არ ვაქცევთ.
კონკრეტულად რაც შეეხება ამ ადამიანს, დანიის წარმომადგენელს, ამხილეს სკანდალურ თემაში, როდესაც მან, ფაქტობრივად, ხელი დააფარა პედოფილიას და რაღაც თანხის სანაცვლოდ გაურიგდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მისი პარტიის წევრი იყო, რომ პარტია დაეტოვებინა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკე რასმუსენი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს, პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელის მოსყიდვის მცდელობის სკანდალში ფიგურირებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი, შარმიანი, ელეგანტური“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 მარიამ ელიეშვილის არაჩვეულებრივი შესრულება - „საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო“
⭕ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს