
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„დაუსჯელს ვერ დავტოვებთ იმას, რაც ჩაიდინა იმ რეჟიმმა. ბევრჯერ ჩამოგვითვლია ის სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი... რატომ მოხდა ისე, რომ აღუდგინეს ე.წ. სამხრეთ ოსეთს საზღვრები და დღეს ბორდერიზაცია მაგ დადგენილი საზღვრებით მიდის. აღმოჩნდა ისე, რომ, ფაქტობრივად, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს“, - აცხადებს მაჭავარიანი.