Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ფხიზლად არის და ხვდება, რომ ხაზარაძისთვის და გახარიასთვის მიცემული ხმა იგივეა, რაც „ნაცმოძრაობას“ მისცენ ხმა

1729748809
ლევან მაჭავარიანი

„ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ფხიზლად არის და ხვდება, რომ ხაზარაძისთვის და გახარიასთვის მიცემული ხმა იგივეა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გორბის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ხაზარაძის რეიტინგი მერყეობს.

„რადიკალური ოპოზიციის ის 4 პარტია, დაჯგუფება, რომელიც  არიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ბატონი ხაზარაძის რეიტინგი მერყეობს. ხან 5%-ს ჩამოსცდებოდა, ხან ასცდებოდა და ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ფხიზლად არის და ხვდება, რომ მისთვის მიცემული ხმა იგივეა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა. იგივეა ბატონი გახარიას შემთხვევაში, რომელსაც ისედაც ნულოვანი შანსი ჰქონდა ამ ბარიერის გადაკვეთის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველას დიდი მადლობა ჩვენი ტკივილის გაზიარებისათვის!გმირი დედა ყოველთვის იყავი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით“ – ალექსანდრე ზაზარაშვილის ემოციური მიმართვა დედას

🎥 „თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი გამოიყენეთ ეს დღე, რადგან წარმატება თქვენ მხარესაა“ - 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით ფერაძე დანაშაულს აღიარებს