ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და განვითარების გაგრძელებას.
„არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ხმა მივეცი მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ხმა მივეცი ამ განვითარების გაგრძელებას და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი თბილისის კიდევ უფრო გალამაზებას, თბილისელების პრობლემების კიდევ უფრო სწრაფ ტემპში მოგვარებას. შესაბამისად, არჩევანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.