Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ეკა გიგაური „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრია

1727639831
ლევან მაჭავარიანი

„ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში ეკა გიგაურის გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისი „ენჯეო“, რომელიც წესით, გამჭვირვალობას უნდა ქადაგებდეს, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება.

„გიგაურისგან ეს არავის უკვირს, რადგან ყველამ ვიცით, ქალბატონი გიგაური წარმოადგენდა „ნაცმოძრაობას“. მათი სისხლიანი რეჟიმის დროს იგი იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვეულებრივად „ნაცმოძრაობის“ წევრია. მისი ეს „ენჯეო“, რომელიც წესით, გამჭვირვალობას უნდა ქადაგებდეს, პირიქით, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება.

როდესაც ქალბატონი გიგაური ჩვენ ახლა უნდა წარმოვიდგინოთ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილში იგი ჩვენს საზოგადოებას ვერ შეიყვანს და ვერც მისი მფარველები ვერ შეიყვანენ“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.