Digest Logo

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ და გვარამიას არშემდგარ გაერთიანებაზე: იმდენად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი, უცხოელმა უფროსებმა გაფანტეს ისინი, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შანსი მისცემოდათ

1727157680
ლევან მაჭავარიანი

„იმდენად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი, უცხოელმა უფროსებმა გაფანტეს ისინი, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შანსი მისცემოდათ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას კოალიციის არშემდგარ გაერთიანებას.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო ნომრის ქვეშ გადანაწილებით ქართველი ხალხის მოტყუებას ვერ შეძლებენ.

„ორივე ერთი და იგივე ძალას წარმოადგენს, უბრალოდ იმდენად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი, რომ სხვა გზა აქ ჰქონდათ დარჩენილი და მათმა უცხოელმა უფროსებმა ბევრი იფიქრეს და ასე გაფანტეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რაღაც შანსი მისცემოდათ. მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, თუ შეიყვანეს ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.