
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.
ირაკლი კობახიძე ბოლო 11 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენების ფარგლებში საკითხები შეეხება, როგორც დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე სოციალურ პოლიტიკასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებს საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზეც. წლიური მოხსენების შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
სხდომის ბოლოს საგაზაფხულო სესია დაიხურება.