Digest Logo

სად იკრძალება კენჭისყრის დღეს აგიტაცია - განმარტებები საარჩევნო კანონმდებლობიდან

1759558043
 კენჭისყრის დღეს აგიტაცია

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში, ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.