Digest Logo

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ლევან მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

1756916769
ლევან მაჭავარიანი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება თავი, ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მინდა წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანის კანდიდატურა. ლევანს ყველა კარგად იცნობთ, ის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი გუნდის წევრი და ღირსეული ადამიანია. ის აქტიურად არის ჩართული დედაქალაქის საარჩევნო პროცესებში და რა თქმა უნდა, მას აქვს ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი ნდობა. მას აქვს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვოთ და ამ მეტად საპასუხისმგებლო ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მხარდაჭერა და თანადგომა - ლევანის და ჩვენი  გუნდის მიმართ არის მნიშვნელოვანი. წარმატებას ვუსურვებ ლევანს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.