Digest Logo

„ახალი წლის შემდეგ განტვირთვის დღეები აუცილებელია“ - ენდოკრინოლოგის რჩევები „დაიჯესტის“ მკითხველს

1735719420
ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები მთელი წელიც ისე ჩაივლისო. ამიტომაც საახალწლო სუფრას არაფერი უნდა აკლდეს. ხვავი და ბარაქა მშვენიერი სურვილია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა, რასაც ჭარბი საკვები და ალკოჰოლი საგრძნობლად აზიანებს.

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ახალი წლის შემდეგ ე.წ. განტვირთვის დღეების შესახებ „დაიჯესტთან“ ისაუბრა და ჩვენს მკითხველს რამდენიმე რჩევა გაუზიარა.

- სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, რამდენად რეკომენდებულია ე.წ. განტვირთვის დღეები?

- პაციენტებს სადღესასწაულო სუფრის დროს 1-2 დღე ვრთავთ დიეტის დარღვევის ნებას, გამონაკლისს ვუშვებთ, თუმცა 2 რიცხვიდან უკვე უნდა ვეცადოთ განტვირთვის დღის გაკეთება, რომ მიღებული კალორიები გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

- განტვირთვის რომელ საშუალებას გაუწევდით რეკომენდაციას?

- ზოგადად ძლიერი კვების შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძლიერი შიმშილობა, აუცილებელია მინერალური წყლის მიღება საკმარისი რაოდენობით 1,5 - 2 ლიტრი წყალი და აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ხილი, თუნდაც 1 კილოგრამი, აუცილებლად ცილა - მაწონი, კეფირი ან ხაჭო 0,5 კგ და მცირე რაოდენობით ბოსტნეული - კიტრი, პომიდორი და სალათის ფურცლები.

მოკლედ ხილი, ცილა, ბოსტნეული და წყალი. სადღესასწაულო სუფრის შემდეგ ადამიანს უმძაფრდება მადა, აქვს შიმშილის გრძნობა, აქედან გამომდინარე მოშივება არაა კარგი და ის განტვირთვის დღეებით უნდა დაბალანსდეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ტკბილი სასმელები, ლიმონათები, შაქრის შემცველი წვენები.

თუ მაინცდამაინც ჯობს ნატურალური წვენზე ან ნაკლებ შაქრიან კომპოტზე შეაჩეროთ არჩევანი და თავი შეიკავოთ გაზირებულ ქარხნულ წვენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სად არ შევხვედრივარ ახალ წელს ეს სიცოცხლით სავსე ქალი, მაგრამ ლოგინში შვილებთან ყველაზე ბედნიერი ლოკაციაა“ - ნანუკა გულუა

„ვისურვებდი, რომ ადამიანებს უპირობოდ გვიყვარდეს ერთმანეთი“ - ნინი შერმადინის მილოცვა საზოგადოებას

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ