Digest Logo

🎥 „ეს ქაღალდი დაკიდეთ კედელზე, მისი ნისკარტი უნდა იყოს გასასვლელისკენ მიმართული“ - როგორ გავყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება „ყვითელი ჩიტის“ მეთოდით

1763025571
თეა ჩეჩელაშვილი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად მან მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფენ-შუის ერთ-ერთ უძველეს მეთოდს, სახელად „ყვითელი ჩიტი“ გვასწავლის, რისი დახმარებითაც შეგვიძლია, მარტივად გავყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება:

„მომმართავენ კითხვით, როგორ გავყიდოთ ნივთი, უძრავ-მოძრავი ქონება. ჰოდა, ამისთვის ფენ-შუის ძალიან საინტერესო და ჯადოსნურ მეთოდს გასწავლით.

მოკლედ, თუ რამის გაყიდვა გვინდა ვაკეთებთ ძველ, ჩინურ, ფენ-შუის მეთოდს, რომელსაც სახელად ჰქვია „ყვითელი ჩიტი“. 

ვიღებთ ჩვეულებრივ ფურცელს, საწერ კალამს, სასურველია შევძლოთ ჩიტის დახატვა.  ამ ჩვენს ყვითელ ჩიტუნას პირში აუცილებლად ექნება პატარა უსტარი, ფურცელი, სადაც დავწერთ ასეთ ტექსტს, ვინც რას ყიდის: გაიყიდა, ბინა, სახლი, მანქანა, მიწის ნაკვეთი, ტელეფონი, ნებისმიერი ნივთი. თან ვწერთ კონკრეტულ ფასს და მისამართს.

ეს ქაღალდი დაკიდეთ კედელზე, მისი ნისკარტი უნდა იყოს გასასვლელისკენ მიმართული“, - ამბობს თეა ჩეჩელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომ ვჭამთ ნუგეშის მოსაპოვებლად?“ - ნატა გაგუა ემოციური კვების ფსიქოლოგიაზე

🎥 „ირთვება ადაპტაციის ჯაჭვური რეაქცია, აისახება მენჯზე, ხერხემალზე“ - გიორგი აფრიამაშვილი მერიდიანების საიდუმლოსა და სხეულის რუკაზე, რომელიც თვალით არ ჩანს

„ჩვენი ყველა ცოდვა მოტევებულია იმიტომ, რომ უფალი ამის გამო მოკვდა...“ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება