სხეულის მერიდიანები არის აღმოსავლური მედიცინის (განსაკუთრებით ჩინური მედიცინის) ძირითადი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სხეულში არსებობს ენერგეტიკული არხების სისტემა. ამ არხებში მიედინება სიცოცხლის ენერგია, რომელსაც ჩინურად ცი (qi) ეწოდება.
სხეულში ენერგია უნდა მოძრაობდეს თავისუფლად, ჰარმონიულად და თანაბრად. როცა რომელიმე მერიდიანში „გადაკეტვა“ ან დისბალანსი ჩნდება, ენერგიის ნაკადი ირღვევა და ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკური ტკივილით, სტრესის მატებით ან დაავადებით.
ტრადიციული ჩინური მედიცინა აღწერს 12 ძირითად მერიდიანს, რომლებიც შეესაბამება სხვადასხვა ორგანოს. მაგალითად, ფილტვის მერიდიანი, გულის მერიდიანი, ღვიძლის მერიდიანი და სხვ. არსებობს ასევე 8 დამატებითი მერიდიანი, რომლებიც ენერგიას აკონტროლებენ და არეგულირებენ მთელ ქსელში.
ექიმი და კავკასიური იოგას სპეციალისტი, გიორგი აფრიამაშვილი კონკრეტულად იმ მერიდიანებზე გვესაუბრება, რომლის დასაწყისი და დაბოლოება ფეხის ტერფზე მოდის.
თუ გაინტერესებთ, როგორ არის გადაჭიმული ტერფებიდან დაწყებული ენერგეტიკული არხები მთელ ორგანიზმზე, როგორ უკავშირდება ფეხების მდგომარეობა ჩვენს სმენას, ხერხემალს, შინაგან ორგანოებსა და ცნობიერებას, მაშინ აუცილებლად მოუსმინეთ ამ ვიდეო ლექციას:
„მეორე არკანს განსხვავებით პირველისგან, კავშირი აქვს სმენასთან, ფეხებთან, ქვედა კიდურებთან და მის ნერვულ დაბოლოებებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხები რა მდგომარეობაში გვექნება. როდესაც გაციება ხდება, ტერფებზე ძალიან ბევრი ნერვული ცენტრია და ეს სიცივე აღმოსავლეთში ამბობენ, ყველაზე ცუდი ენერგია არის ცივი ცი, ანუ ცივი თუ შეიჭრა მისი გამოდევნა ძალიან ძნელია და აღმოსავლური მედიცინა იმისკენაა, რომ როდესაც ბავშვი იბადება ეს ცივი ცი არ შეიჭრას, უნდა იყოს სითბოში. ქრისტე ტყუილად არ დაბადებულა საბძელში, იქ სითბოა, ცხოველები გამოყოფენ.
მნიშვნელოვანია, რომ ტერფები უნდა იყოს მშრალი. თუ წინდა დასველდა, გირჩევთ, სასწრაფოდ გამოიცვალოთ! სიცივე მარტო გარე სიცივე არ არის, ეს შეიძლება იყოს ემოცია, მოვლენა.
რადგან ტერფებზე ბევრი ნერვული სისტემაა, პირდაპირ აისახება თავის ტვინზე, ცერა თითი კიდევ კავშირშია სმენის ნერვთან და ყურებზე, ამიტომ ვისაც ხშირად უცივდება ფეხები შეიძლება, პრობლემები ჰქონდეს ყურებზეც.
ტერფებიდან იწყება სულ ცოტა 6 მერიდიანი (სხეულის ენერგეტიკული არხი) და 3 მთავრდება. მარტო ცერა თითზე ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მერიდიანებია, ეს კი პასუხისმგებელია ღვიძლზე, კუნთებზე, საჭმლის მონელებაზე, ამიტომ თითის მდგომარეობაც კი მეტყველებს თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ხალხში პოდაგრას ეძახიან, ანუ ტერფის დიდი თითი რომ დეფორმაციას განიცდის, ამას ხშირად კავშირი არ აქვს პოდაგრასთან, ეს არის კუნთების დისტონია. ამ კუნთებს კავშირი აქვს ორგანოებთან, რომელიღაც ორგანო წყობილებიდან გამოვიდა, ერთი დასუსტდა, მეორე ამის ფონზე გაძლიერდა და წაიღო თითი და ტერფი გახდა დამახინჯებული.

ეს დამახინჯებული ტერფი საყრდენს აღარ ასრულებს, ირთვება ჯაჭვური რეაქცია ადაპტაციის, რაც აისახება მენჯზე, ხერხემალზე.
ტერფიდან იწყება თირკმლის მერიდიანი. აღმოსავლურ მედიცინაში თირკმლის მერიდიანი არის საცავი მშბლების ენერგიის. როდესაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთიანდება და ნაყოფიერდება, ეს ენერგიას გვაძლევს, ე.წ. სტრატეგიულ მარაგს, სწორედ ამასთანაა თირკმელი კავშირში. თუ თირკმლის არხის ტრაექტორიას შევხედავთ, პირდაპირ გაყოლებაა ხერხემალზე, ანუ ხერხემლის პრობლემა თუ არის, ჩათრეულია თირკმლის არხზე.
თირკმლის არხი კიდევ პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე, ძვალსახსროვან სისტემაში, სტრესის ფონზე, ადრენალინი, ნორადრენალინზე, კორტიზოლზე.
ნაღვლის ბუშტის, კუჭის, შარდის ბუშტის მერიდიანი ტერფზე მთავრდება. 12-დან 6 მერიდიანი მთავრდება ტერფზე.
ზღვაშიც ვბანაობთ, ქვიშაზეც დავდივართ, ამას კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. თუ კი ჩვენ ცვრიან ბალახზე, წყალში დავდივართ ეს არის წაღების, უარყოფითი ენერგიის წაღების პროცესი და ამას ეძახიან მაგნიტიზაციას. თუ გვინდა სასიცოცხლო ენერგია ვიგრძნოთ ქვიშაში, მშრალზე უნდა ვიაროთ. თუ კი აღქმაში გასწორდა რეალობაც სწორდება.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზათა განსაზღვრული სიმეტრია. ვსხედვართ, ვდგავართ - ეს მნიშვნელოვანია და რატომ? სული აცოცხლებს სხეულს, მაგრამ სხეულის მდგომარეობაც მოქმედებს სულზე. მაგიტომ არის მოგონილი ასანები. ეს გარკვეული არხებია, რომ გარკვეული ასანით გარკვეული თვისება გავააქტიურო. სულს უჭირს მატერიაში გამოვლინება, ამიტომ ამ პოზით მე ვეხმარები, რომ სულმა თავისი უნარები გამოავლინოს“, - ამბობს გიორგი აფრიამაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: