ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნოემბერი ტახის თვეა, გველის წლის გამანადგურებელი, რის გამოც მხარდაჭერა ყველას გვჭირდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თქვენი სასარგებლო ელემენტი გაითვალისწინოთ და დაამატოთ სამოსში, აქსესუარებში, ფრჩხილის ლაქის ფერში:
„ნოემბერი ტახის თვეა, გველის წლის გამანადგურებელი. ახლა მხარდაჭერა ყველას გვჭირდება. გაითვალისწინეთ, თქვენი სასარგებლო ელემენტი დაიმატეთ სამოსში, აქსესუარებში, ფრჩხილის ლაქის ფერში...
ნოემბერი:
1, 4 და 7 სახლი - თქვენი ფულის სტიქიაა წყალი, ასე რომ ფინანსური წარმატებისთვის ცის და ზღვის ტონები შეარჩიეთ - ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი. შეიძლება შავიც. გაფორმებაში სასარგებლოა ზღვის თემატიკა, ტალღოვანი ხაზები, ნიჟარები. ფრჩხილის ფორმა მომრგვალებული.
5 და 8 სახლი - თქვენს ფინანსურ მანიკურში მთავარი ფერი მწვანეა, სალათისფერი, ზურმუხტისფერი, მენთოლი. გაფორმებაში ხვეულები, ყვავილები, პეპლები, ფლორა. მართკუთხა, ან სტილეტო ფრჩხილის ფორმები.
3 და 6 სახლი - თქვენი ფინანსური იღბლის ფერი წითელია, სისხლისფერი წითელი, კეთილშობილი ბორდო, მკვეთრი და მდიდარი ვარდისფერი. ასევე სასარგებლოა ოქროსფერი. ფრჩხილის ფორმა წვეტიანი.
2 სახლი - თქვენი ფინანსური პალიტრაა შოკოლადისფერი, ყავისფერი, ბეჟი და ქვიშის ფერი. დიზაინში კვადრატული ნახატები. ფრჩხილის ფორმა კვადრატი.
9 სახლი თქვენია - სველი ასფალტი, ფერფლისფერი, კვამლისფერი, ვერცხლი და მეტალიკი. თამამად დაამატეთ ციმციმები, წრეები, ოვალები, სტრაზები, მოქნილი ხაზები. ფრჩხილის ფორმა მომრგვალებული.
როგორ განვსაზღვროთ ჩვენი სახლი:
1 სახლი, წლები -1936, 45, 54, 63, 72, 81, 90, 99, 2008
2 სახლი, წლები - 1935, 44, 53, 62, 71, 80, 89, 98, 2007
3 სახლი, წლები - 1934, 43, 52, 61, 70, 79, 88, 97, 2006
4 სახლი, წლები - 1933, 42, 51, 60, 69, 78, 87, 96, 2005
5 სახლი, წლები - 1932, 41, 50, 59, 68, 77, 86, 95, 2004
6 სახლი, წლები - 1931, 40, 49, 58, 67, 76, 85, 94, 2003
7 სახლი, წლები - 1930, 39, 48, 57, 66, 75, 84, 93, 2002, 2011
8 სახლი, წლები - 1929, 38, 47, 56, 65, 74, 83, 92, 2001, 2010
9 სახლი, წლები - 1937, 46, 55, 64, 73, 82, 91, 2000, 2009
მნიშვნელოვანია თუ 1.01-დან 4.02-მდე პერიოდში ხართ დაბადებული აიღეთ წინა წლის მონაცემი.
მაგალითად: თუ დავიბადე 3.02.1982 (ვიღებ 1981 წლის მონაცემს), ჩემი დაბადების სახლია - 1.
დაე, სწორად შერჩეულმა ფერთა გამამ გაგახალისოთ და ფული და საჩუქრები გაგიმრავლოთ!“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რატომ ვჭამთ ნუგეშის მოსაპოვებლად?“ - ნატა გაგუა ემოციური კვების ფსიქოლოგიაზე