Digest Logo

„რატომ ვჭამთ ნუგეშის მოსაპოვებლად?“ - ნატა გაგუა ემოციური კვების ფსიქოლოგიაზე

1763023544
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.

ნატა გაგუა გვიხსნის, რის გამო მივდივართ ღამე მაცივართან ტკბილეულის საჭმელად:

„რთული დღის ბოლოს ისევ მაცივართან დგახარ. ზუსტად იცი, რომ ეს ნამცხვარი პრობლემას ვერ მოგიგვარებს, მაგრამ, რატომ?

ეს არ არის შენი „უნებისყოფობა“ ან „სისუსტე“.

ეს არის ბრძოლა შენს ზრდასრულ, ლოგიკურ „მე“-სა და იმ ავტომატურ პროგრამას შორის, რომელიც წლების წინ, ბავშვობაში ჩაგიწერეს.

გახსოვს, როცა წაიქცეოდი და ტიროდი, ნუგეშად შოკოლადს ან ნამცხვარს რომ გაძლევდნენ? შენმა ტვინმა მაშინ ჩაიწერა მარტივი ფორმულა: ტკივილი + საკვები = კომფორტი.

დღეს, ზრდასრულობაში, შენი ტვინი არაფერს ახალს არ იგონებს. როცა ის ემოციურ ტკივილს (დისტრესს, დაღლას, მოწყენილობას) გრძნობს, ავტომატურად იმ ძველ, ნაცად პროგრამას ამუშავებს.

ამას ჰქვია ემოციური კვების ციკლი:

1. ტრიგერი: დისტრესი, შფოთვა, გადაღლა.

2. ავტოპილოტი: ლოგიკა ითიშება. ტვინი ითხოვს ნაცნობ, მყისიერ „ნუგეშს“.

3. დროებითი შვება: საკვები მუშაობს 5 წუთით (დოფამინი და ყურადღების გადატანა).

4. გამოღვიძება: შვება ქრება. ლოგიკა ბრუნდება და მას თან მოაქვს იმედგაცრუება და დანაშაულის გრძნობა.

5. გაძლიერება: ახლა უკვე საწყის დისტრესს დაემატა დანაშაულის გრძნობაც, რაც... ისევ ციკლს კვებავს.

შეწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება. შენ არ ხარ „სუსტი“. უბრალოდ იყენებ დისტრესთან გამკლავების ბავშვობის სტრატეგიას, რომელიც ზრდასრულ პრობლემებს ვეღარ ერგება.

ამ მოძველებული პროგრამის დანახვა მისი „განახლების“ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ირთვება ადაპტაციის ჯაჭვური რეაქცია, აისახება მენჯზე, ხერხემალზე“ - გიორგი აფრიამაშვილი მერიდიანების საიდუმლოსა და სხეულის რუკაზე, რომელიც თვალით არ ჩანს

„ჩვენი ყველა ცოდვა მოტევებულია იმიტომ, რომ უფალი ამის გამო მოკვდა...“ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„შეიძლება შვიდი ჩაკრა ისე დახვრიტოს, ავადმყოფობები გამოიწვიო...“ - რისი გაკეთება შეგვიძლია ავი თვალისგან დასაცავად?