Digest Logo

„როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება“ - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

1763302721
ზურაბ მარშანია

ლი­ბი­დოს, ანუ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის და­კარ­გვა ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებ­ში საკ­მა­ოდ ხში­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, სექ­სო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­კი­თხით ექიმ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

სექ­სო­ლო­გი ზუ­რაბ მარ­შა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზად სწო­რედ სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის და­კარ­გვას ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა მისი თქმით, ხში­რად წყვი­ლე­ბი ამას ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბარ­შიც კი არ აღი­ა­რე­ბენ.

ზუ­რაბ მარ­შა­ნია: ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა კლი­ნი­კურ სექ­სო­ლო­გი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის შემ­ცი­რე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს რო­გორც ქალს, ისე მა­მა­კაცს. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, ქა­ლებ­ში პრობ­ლე­მა მა­მა­კა­ცებ­ზე ხში­რად გვხვდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს.

რო­გორც მა­მა­კა­ცი ასაკ­ში შეს­ვლის შემ­დეგ უფრო მო­წყვლა­დია სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ი­სად­მი, ასე­ვეა ქა­ლიც. მაგ­რამ იცით, რო­გო­რი მაქვს სტა­ტის­ტი­კა? - ხან­ში­შე­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ჩემ­თან არ მო­დის... და სა­ერ­თოდ, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე. ფიქ­რო­ბენ, შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და რა დროს ჩემი სექ­სი­აო, რა შუ­ა­შია შვი­ლიშ­ვი­ლი სექსთან, გა­მა­გე­ბი­ნეთ, ხალხნო? თუ ქალს შე­უძ­ლია, კარ­გა­დაა, რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეს სექ­სი?

- რჩე­ვე­ბის სა­ხით, რას ეტყო­დით პო­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტებს?

- ჯან­საღ სექსზე ზრუნ­ვი­სა და ექიმ­თან მის­ვლის გარ­და, სა­უ­ბარ­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სექსზე ბევ­რი უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ. მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში ფრან­გი მო­აზ­როვ­ნე მი­შელ დე მონ­ტე­ნი ამ­ბობ­და, „ვი­ლა­პა­რა­კოთ სექსზე მეტი“.

დიახ, უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ ხმა­მაღ­ლა სექსზე, სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რომ ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი და რა თქმა უნდა, ექიმ­თა­ნაც უნდა მი­ვი­დეთ. სირ­ცხვი­ლი არ არის, ხალხნო, სექ­სო­ლოგ­თან მის­ვლა, სირ­ცხვი­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის და­მალ­ვა და ეს ვერ გა­ი­გო მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა.

- შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთ მი­ზე­ზად გან­ვი­ხი­ლოთ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი?

- დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა უფრო ხში­რად 90-92 პრო­ცენ­ტში ეს ფსი­ქო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რი­დან მო­დის. ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ ამ პრობ­ლე­მით პა­ცი­ენ­ტე­ბი, თუმ­ცა ქა­ლე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია. მა­მა­კა­ცი უფრო ბე­დავს.

არა­და, ქალ­ში უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო­დაც უფრო ძნე­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის დროს ჯერ კი­დევ ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ ექიმ­თან მის­ვლა. რო­დე­საც ადა­მი­ანს არ აქვს ჰარ­მო­ნი­უ­ლი სექ­სი, მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი იკ­ლებს, ის არ არის ბედ­ნი­ე­რი, ბო­როტ­დე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლოა ყვე­ლაფ­რით. ეს, რა თქმა უნდა, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე პირ­და­პირ მოქ­მე­დებს.

- რო­გორ ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა?

- სექ­სო­ლო­გი ეძებს ჯერ დარ­ღვე­ვე­ბის მი­ზეზს. ფსი­ქო­გე­ნუ­რია დარ­ღვე­ვა თუ სხვა ტი­პის. არის თუ არა ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტი­ვი? სამ­წუ­ხა­როდ არა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქა­ლებ­ში. მა­მა­კა­ცებ­ში შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს ტეს­ტოს­ტე­რო­ნის ნაკ­ლე­ბო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ქა­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვია.

თან მა­მა­კაცს უფრო ყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა, ქა­ლებს - არა. ქალი ელის შე­დეგს პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­დან. აი, მო­ვე­დი ბა­ტო­ნო ზუ­რაბ და მო­მარ­ჩი­ნეთ, მეტი აღარ მო­ვალ, მრცხვე­ნია. ვერ მო­ვარ­ჩენ ერთი ვი­ზი­ტით ადა­მი­ანს და ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ.

- და­ზღვე­ვა თუ მოქ­მე­დებს სექ­სო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი­სას?

- არა, არა­სო­დეს არ მოს­ვლი­ათ თავ­ში აზ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის და­ზღვე­ვა. ალ­ბათ, უნდა გქონ­დეს ბრი­ლი­ან­ტის პა­კე­ტი, რომ სექ­სო­ლო­გის მკურ­ნა­ლო­ბა შე­დი­ო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვას, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გე­ნი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია, სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია და უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, არ ფი­ნანსდე­ბა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად ფსი­ქო­გე­ნუ­რია, პი­რი­ქით, ფსი­ქი­კურ­მა დარ­ღვე­ვებ­მა თუ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა?

- ნე­ბის­მი­ე­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია ქალ­სა და მა­მა­კაც­ში, რო­მე­ლიც არ­ღვევს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას, 100 პრო­ცენ­ტით იწ­ვევს საკ­მა­ოდ მძი­მე ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვი.

- გან­ქორ­წი­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. ხში­რად წყვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ უტყდე­ბი­ან ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერთ რა­მეს მა­ინც აღ­ვნიშ­ნავ, რომ ბოლო დროს წყვი­ლებს შო­რის ღი­ა­ო­ბა იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სექ­სო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი რა არის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მი­სა­ღე­ბი დი­ა­პა­ზო­ნი - ანუ რა მო­სუ­ლა სექსში. რაც უფრო მეტი მო­სუ­ლა, რაც უფრო ღიაა ცოლი და ქმა­რი ერ­თმა­ნეთ­თან, მით უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი და ჯან­სა­ღია წყვი­ლი. მი­ხა­რია, რომ ამ კუ­თხით უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ხდე­ბა ჩემ გა­რე­შე და ჩემი დახ­მა­რე­ბი­თაც.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ძა­ლი­ან ცოტა სექ­სო­ლო­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სექ­სო­ლო­გია, რო­გორც სა­ე­ქი­მო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სია გა­უქ­მე­ბუ­ლია.

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე 4 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კლი­ნი­კუ­რი სექ­სო­ლო­გია, რო­გორც სა­ე­ქი­მო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა, გა­უქ­მე­ბუ­ლია. ვინც მო­ვას­წა­რით სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დაგ­ვრჩე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, მაგ­რამ ჩვენ ვე­ღარ გავზრდით ახალ­გაზ­რდა სექ­სო­ლო­გებს. დას­კვნა თქვენ თვი­თონ გა­ა­კე­თეთ. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი დიდი ბრძო­ლი­სა, აღ­დგე­ნა არ ხდე­ბა.

სულ 12 ადა­მი­ა­ნი ვართ სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სექ­სო­ლო­გი დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ­ცი­ე­ბი რომ გავ­მარ­თოთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 12 სექ­სო­ლო­გი მო­დის და სი­ცი­ლით მოკ­ვდე­ბი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. პო­ლი­ცია გა­და­ი­რე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან, 12 კა­ცის გამ­კლა­ვე­ბა­ზე ად­ვი­ლი რა არის. არ აწუ­ხებთ ეს არც ქარ­თველ ექიმ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არც ჯან­დაც­ვას და არც მთავ­რო­ბას.

ჩვე­ნი ხალ­ხი მა­ინც შე­წუხ­დეს, მე­დია მა­ინც შე­წუხ­დეს. ეს თქვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვი­საა გა­სა­ღე­ბია. ნუთუ ამის გა­აზ­რე­ბა ასე ძნე­ლია?

- მი­ზეზს რას ასა­ხე­ლე­ბენ, რა­ტომ გა­ა­უქ­მეს, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში თუ არის მსგავ­სი პრე­ცენ­ტენ­დი?

- დიახ და ამას გვიფ­რი­ა­ლე­ბენ, გერ­მა­ნი­ა­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში სულ არ არის ეს სპე­ცი­ა­ლო­ბაო. ამ დროს იქ ისე­თი მა­ღალ დო­ნე­ზეა სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რომ დის­ფუქ­ცი­ე­ბის სიხ­ში­რე მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. გერ­მა­ნია ვართ ჩვენ? ეს არ­გუ­მენ­ტია? ყველ­გა­ნაა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ამე­რი­კა­ში, რო­მე­ლე­ბიც თა­მა­ნედ­რო­ვე კლი­ნი­კუ­რი სექ­სო­ლო­გი­ის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფერ­ში ამე­რი­კას ბა­ძა­ვენ და რაღა ამა­ში ბა­ძა­ვენ გერ­მა­ნი­ას?

სხვა არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ აქვთ, გერ­მა­ნი­ა­ში ასეა და მორ­ჩა. ჩვენ გერ­მა­ნე­ლე­ბი­ვით არც მუ­შა­ო­ბა ვი­ცით, არც ყა­ი­ა­რა­თი­ა­ნო­ბა, ჩვენ ვი­ცით მარ­ტო ტაშ-ფან­დუ­რი, ვი­ცეკ­ვოთ, ვიმ­ღე­როთ და პურ-მა­რი­ლი გა­ვა­წყოთ კარ­გად, სხვა არა­ფე­რი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

🎥 „ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ!...“ - ნინი შერმადინი ავთო აბესლამიძის წარმატებას ეხმაურება

⭕ „ყოველდღე უფრო ვრწმუნდები, რომ დაგაძინებ“ - ილია თოფურია ისლამ მახაჩევს

წყარო: www.ambebi.ge