ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე აწვდის ინფორმაციას.
იგი ამჯერად ღვიძლის დაავადების მკურნალობის შესახებ წერს:
„სახალხო მკურნალები ღვიძლის დაავადებებს ძველთაგანვე მცენარე ბაყაყურათი მკურნალობდნენ.
ბაყაყურას ჩაის რეცეპტი (ღვიძლის გასაწმენდად და მონელების გასაუმჯობესებლად)
საჭირო ინგრედიენტები:
ბაყაყურას დაფქული თესლი — 1 ჩაის კოვზი
წყალი — 250 მლ (1 ჭიქა)
მომზადება:
გააცხელე წყალი ადუღებამდე.
დაამატე ბაყაყურას დაფქული თესლი და ადუღე 5–7 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.
გადმოიღე ცეცხლიდან, დააფარე და გააჩერე 10–15 წუთით.
გადაწურე და სვით ნელ-ნელა, სასურველია თბილი მდგომარეობაში.
მიღების წესი:
სვით დღეში 1–2-ჯერ, სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კურსი შეიძლება გაგრძელდეს 2–3 კვირა, შემდეგ უნდა გაკეთდეს მცირე შესვენება.
დამატებითი რჩევები:
შეგიძლია დაფქული თესლი დაუმატო იოგურტს, სმუზის ან სალათს.
არ უნდა გადააჭარბო დღიურ დოზას (დაახლოებით 2 ჩაის კოვზზე მეტს დღეში).
ორსულობისას, ძუძუთი კვებისას ან მედიკამენტების მიღებისას — აუცილებლად კონსულტაცია ექიმთან.
ბაყაყურას ჩაის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს:
ღვიძლის ბუნებრივ გაწმენდას
ტოქსინების გამოდევნას
საჭმლის მონელების გაუმჯობესებას
საერთო ენერგიისა და ტონუსის ამაღლებას“, - ვკითხულობთ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ ალკოჰოლს და ზედმეტ ჭამას“ - თაკო მელიქიშვილი 15 ნოემბრის ენერგიებზე
📸 როგორ აღნიშნა ელენე ეპიტაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან