ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „იუთუბის“ არხზე ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრად იყო მიწვეული, სადაც მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ამბები გაიხსენა.
„ამ ვიდეოში ვსაუბრობთ მოტივაციაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაუძლო ცხოვრებისეულ სირთულეებს. ბატონი გია ჯაჯანიძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას - როგორ გადალახა რთული პერიოდი, როგორ გაუმკლავდა დაბრკოლებებს და რა ძალამ მიიყვანა წარმატებამდე. ეს არის ისტორია გამძლეობაზე, შრომასა და იმაზე, რომ არასდროს უნდა დანებდე!“,- წერს პოდკასტის ავტორი.
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე იხსენებს, რომ 45 წლის ასაკში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„45 წლის ვიყავი, ფილოსოფიის ფაკულტეტზე რომ მოვეწყვე ჯავახიშვილში. შრომა, განათლება და პასუხისმგებლობა, ეს არის ყველაფერი რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. მე ვარ ბუნებით მკვლევარი და მართლა ვიკვლევ ადამიანებს. არსებობს რაღაცები, რომლის გარეშე ვერ მიაღწევს საწადელს ადამიანი - ეს არის, რა უნდა მას სინამდვილეში? რას ეძებს და რისი მიღწევა უნდა, რისი საფუძველი განათლება და შრომაა. როცა რაღაც იცი, აღწევს მიზანს...მე, რომ მშია ხომ ვჭამ, ანუ ვამოძრავებ ხელს, ასეთი მოძრაობა უნდა საქმესაც. ისე, არაფერი არ მოვა...გამონაცვალი ტანსაცმლით გავიზარდე და სტუდენტობის დროს სულ მშიოდა, არასოდეს არ დამავიწყდება ის ადამიანები, რომლებმაც სტუდენტობისას გამომკვებეს“,- ამბობს გია ჯაჯანიძე.