იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ ჩანაწერს უზიარებს, სადაც განსაცდელის შესახებ წერს:
„განსაცდელი გეძლევა არა იმისთვის, რომ დაგანგრიოს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი სიღრმე გაჩვენოს… ჰო.. რომ იქ, სადაც სისუსტე გეგონა იყო, აღმოაჩინო ძალა.
იცი? სიძლიერე ყოველთვის ხმამაღალი არ არის. ის არ ყვირის, არ ამტკიცებს, არ იბრძვის. სიძლიერე იწყება მაშინ, როცა საკუთარ სისუსტეს თვალებში უყურებ და ამბობ: “მე შენ მიგიღე“. როცა საკუთარ შიშს არ გაექცევი. როცა საკუთარ ტკივილს არ უარყოფ..
სისუსტის მიღება დამარცხება არ არის.. ეს არის პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერზე ზემოთ დადგომისკენ. როცა შენ აღარ ებრძვი საკუთარ ჩრდილს, ის შენს ძალად გარდაიქმნება. შემდეგ კი მოდის ამაღლება.. არა ამპარტავნული, არამედ მშვიდი.. შინაგანი.. როცა იცი, რა გამოიარე და მაინც რბილი ხარ.. როცა გატკინეს და მას შემდეგ, მაინც თანაგრძნობას ირჩევ..
ყველა ღიმილის უკან დგას განაწყენებული, ერთ დროს ჩუმად დარჩენილი სცენარისტად ქცეული ბავშვი… ის, ვინც საკუთარ ისტორიას წერდა, მაგრამ ყოველთვის ვერ გადაწყვიტა დასასრული.
ზრდასრულობა იწყება მაშინ, როცა ამ ბავშვს ვპოულობთ, ვუსმენთ, ვეფერებით —
და ვეუბნებით: “ახლა მე გავაგრძელებ შენს სცენარს როგორც შენი „უფროსი” ვერსია და ამჯერად, შენ მარტო აღარ ხარ“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს...“ - რა დააკარგვინა ნინი ბადურაშვილს ცნობადობამ?