Digest Logo

ინდოეთში ექიმებმა პაციენტის კუჭიდან 29 კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს

1759075398
ინდოეთში ექიმებმა პაციენტის კუჭიდან 29 კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს

ინდოეთში, ქალაქ ჰაპურის კერძო საავადმყოფოს ქირურგებმა 40 წლის პაციენტის კუჭიდან 29 ფოლადის კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს.

The Times of India-ს ცნობით, ერთი თვის წინ ოჯახმა კაცი სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსა, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მას მუცლის ტკივილი დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ულტრაბგერითმა კვლევამ დაადგინა, რომ კაცს კუჭში ლითონის ნივთები აქვს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმები განმარტავენ, რომ კაცის უჩვეულო ქცევა მის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ინციდენტზე კომენტარი თავად 40 წლის კაცმაც გააკეთა. მან განმარტა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ცუდად ექცეოდნენ და არ აჭმევდნენ.

„თავს უმწეოდ ვგრძნობდი, გაბრაზებული ვიყავი, ამიტომ დავიწყე ყველაფრის გადაყლაპვა, რათა საკუთარი თავისთვის ტკივილი მომეყენებინა“, - იხსენებს ის.

ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ყველა წუთისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის ჩემო საოცარო ადამიანო“ - ნათია ბანძელაძე გარდაცვლილ ქმარზე

🎥 ნანუკა გულუამ ცეკვა „ქართული“ მეუღლესთან ერთად შეასრულა - „იხარეთ თქვენი ლამაზი ოჯახით“

⭕„ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი აზრი უტყუარია, სწორად ფიქრობენ და სწორად ცხოვრობენ“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე