თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მუსიკალური ინდუსტრიის წარმატება „იუთუბიზე“ ნახვების რაოდენობით იზომება. პლატფორმაზე არსებობს სიმღერები, რომლებმაც მილიარდიანი ბარიერი არაერთხელ გადალახეს და მსოფლიო მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალეს.
წარმოგიდგენთ იმ მუსიკალურ კლიპებსა და სიმღერებს, რომლებიც „იუთუბის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩაირთო.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე ყველაზე ნანახი ვიდეო საბავშვო მუსიკალური რგოლი Baby Shark Dance-ია 14.5 მილიარდზე მეტი ნახვით, კლასიკურ მუსიკალურ კლიპებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი კვლავ ლუის ფონსისა და Daddy Yankee-ს ჰიტია.
პირველი ადგილი: Luis Fonsi ft. Daddy Yankee - Despacito - 9.7+ მილიარდი
მეორე ადგილი: Ed Sheeran - Shape of You - 6.7+ მილიარდი
მესამე ადგილი: „ფორსაჟი 7“-ის ემოციური საუნდტრეკი - Wiz Khalifa ft. Charlie Puth - See You Again
7.2+ მილიარდი
კლიპი, რომელმაც 2012 წელს პირველმა „გატეხა“ იუთუბის ნახვების მთვლელი სისტემა და ისტორიაში პირველად გადააბიჯა 1 მილიარდიან ნიშნულს იყო Psy-ის Gangnam Style 5.1+ მილიარდი ნახვით.
24 საათის რეკორდი - პირველივე დღის სტარტზე რეკორდებს სამხრეთკორეული ბენდები ხსნიან. „იუთუბის“ ისტორიაში, გამოქვეყნებიდან პირველ 24 საათში ყველაზე მეტი ნახვა ჯგუფმა BTS-მა დააგროვა სიმღერით Butter - კლიპმა ერთ დღეში 108.2 მილიონი ნახვა მოაგროვა, რითაც საკუთარივე წინა რეკორდი Dynamite - 101.1 მილიონი მოხსნა.