ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ფულზე საუბრობს და საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:
„რა არის შენთვის ფული?
ერთ პატარა ქალაქში, რამდენიმე დღე განუწყვეტლივ წვიმდა, თავსხმა წვიმებმა ხალხი სახლებში გამოკეტა.
ქალაქი დაცარიელდა, წვიმამ ძალიან გაართულა ცხოვრება.
გავიდა დრო, წვიმისაგან გადარეცხილმა, დანგრეულმა ქუჩებმა ადამიანის ყოფა გაუსაძლისი გახადა, ჩაკვდა ბიზნესი, არსაიდან იყო შემოსავალი, კრიზისი ყოველდღიურად მწვავდებოდა, თავის გასატანად ხალხი ერთმანეთისგან პროდუქტს და საქონელს ვალად იღებდა, სამსახურსაც ერთმანეთს ვალად უწევდნენ მომავლის იმედად.
ერთხელ ამ ქალაქს, გავლით, სტუმრად ეწვია უმდიდრესი ადამიანი და ვინაიდან სწორედ აქ შემოაღამდა, გადაწყვიტა გაჩერებულიყო, ქალაქის ერთადერთ პატარა სასტუმროში. მდიდარმა კაცმა მსხვილი ფულის კუპიურა დადო სასტუმროს მეპატრონის მაგიდაზე და გაემართა ნომრების დასათვალიერებლად.
გაიხარა სასტუმროს მეპატრონემ, ხელი დაავლო ფულის შეკვრას და გაიქცა ხორცის მაღაზიაში ვალის გადასახდელად. გახარებულმა ხორცის გამყიდველმა კი სტაცა ფულს ხელი და გავარდა ფერმის მეპატრონესთან, ვალის გადასახდელად. ფერმის მეპატრონე ფრენა-ფრენით გაქანდა მეწისქვილესთან ვალის გასასტუმრებლად და აი, მეწისქვილე თვალებგაბრწყინებული მიქრის მეძავთან, რომელსაც დიდი ხანია ფულს ვერ უხდიდა მომსახურებისთვის, მეძავი კრიზისმა აიძულა, კლიენტებს ნისიად მომსახურებოდა.
მეძავი მიდის სასტუმროს მეპატრონესთან, რადგან ისიც ნისიად იყენებდა სასტუმროს ნომრებს კლიენტებთან დროს გასატარებლად და საყოველთაო კრიზისის გამო ფულს ვერ იხდიდა.
ჰოდა გახარებულმა ფული სასტუმროს მეპატრონეს მაგიდაზე დაუდო, ამასობაში ბრუნდება მდიდარი კაცი და ეუბნება მეპატრონეს, რომ არცერთი ნომერი არ მოეწონა, იღებს ისევ თავის ფულს და უკმაყოფილო სახით ტოვებს სასტუმროს.
„არავის არცერთი კაპიკი არ გამოუმუშავებია, მაგრამ ახლა ერთმანეთის ვალი არავის აქვს, მთელი ქალაქი ცხოვრობს ვალის გარეშე და რწმენით გაჰყურებს მომავალს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იაქტიურეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები...“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური რჩევები მშვილდოსნის თვეში
🎥 „სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე...“ - თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინში