„ფულის შოვნა ინტერნეტით და ხარისხიანი ცხოვრება!“, – ასე აღწერს ნიკო სვანიძე საკუთარ მიზანსა და ცხოვრებისეულ სტრატეგიას, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინ შესაძლებლობები მთავარი გზაა წარმატებისკენ.
რჩევებს იგი გამომწერებს „იუთუბის“ არხზე უზიარებს:
„უამრავი ელემენტარული „სქილი“ არსებობს, ქოპირაითინგი მაგალითად. დაწერო ტექსტი, რომელიც რაღაცა პროდუქტს ყიდის. მანდაც უამრავი გზა გაქვს, რომ კრეატიულად გამოიმუშაო სქილი. მისწერე „ფეისბუკზე“ გვერდებს მაგალითად, ჰეი, ბანძი ტექსტები გაქვთ და მე დაგიწერთ უკეთესს, რომელიც გაგიზრდით გაყიდვებს“,- ამბობს სპეციალისტი.