
ეზო-ქოუჩი, ასრტო-ნუმეროლოგი ვალერი ჯუღელი „იუთუბის“ საკუთარ არხზე პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
ამჯერად იგი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქალთა ხაზის წყევლის მიმანიშნებელ თვისებებზე საუბრობს:
„რას ნიშნავს ქალთა ხაზის წყევლა? ეს არის ძლიერი ემოციური ენერგეტიკული კარმული ნაკადი, რომელიც იწვევს ერთი და იგივე ტკივილს ან სცენარს ქალის ცხოვრებაში. მაგალითად, დედა, ბებია, შვილიშვილი, ყველა განიცდის ორსულობის დანაკარგს ან უშვილობას. ყველა ქალი არის ტანჯული ან მიტოვებულები არიან პარტნიორის მიერ. ქალები მუდმივად წყვეტენ საკუთარ ბედს სხვა ადამიანების სასარგებლოდ. კრავის და მსხვერპლის მდგომარეობა აქვთ. მარტოობა დამცირება, შერცხვენა, უარყოფილი სექსუალურობა ესენიც გადადის. დედა-შვილს შორის გაუცხოება ან ცივი დამოკიდებულება. ესენიც გადადის.
როგორ ჩნდება ქალის ხაზის წყევლა?
პირველი
შეურაცხყოფილი ან უჩუმრად მიტოვებული ქალური გამოცდილება. მაგალითად ბებიას ჰყავდა ხუთი შვილი, ქმარი კი წავიდა საყვარელთან. ის ღირსეულად იტანდა ამ ყველაფერს თუმცა, მისმა ფსიქიკამ შთანთქა ეს ტკივილი და შვილებმა საჩუქრად მიიღეს სინანულის ენერგია.
მეორე
ეს არის აბორტები ან არ აღიარებული ბავშვები. ამის ფონზე თაობებში იგრძნობა შვილის დაკარგვის ტკივილი, რომელიც გადადის ქვეცნობიერ შიშად ორსულობაზე ან დედად გახდომაზე. შიში იყო დედა.
მესამე
ასევე არის მაგიური თავდასხმები და წყევლის ფესვები მოდის შურიანი ქალისგან. რომელმაც მიზანმიმართულად დაიწყო პროგრამა. აქ იგულისხმება, ქალი რომელიც მუდმივად აკრიტიკებს სხვას. მაგრამ ეს პროგრამა იწერება მის საგვარეულოში.
მეოთხე
ფიცები და სიტყვები, მაგალითად „არასდროს დაუჯერებ კაცს“. ფიცი რომელიც გონებით წარსულში რჩება, მაგრამ ენერგეტიკულად აგრძელებს მოქმედებას მომდევნო თაობაზე. იწვევს თაობებში უნდობლობას ადამიანების მიმართ. ასევე არის სიტყვები „არასდროს გაპატიებ“ რომლებიც ასევე რჩება ენერგეტიკულ ველში“, - ამბობს ვალერი ჯუღელი.
ვრცლად, უყურეთ ვიდეოს:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო დღის დასასრული… დანარჩენი და მთავარი რაც დღეს მოხდა, მალე“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია