ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი მშობლებს მოუწოდებს, იფიქრონ თავიანთ ემოციურ მდგომარეობაზე, რადგან ბავშვი მათი „ემოციური ეკოსისტემის“ სარკეა.
ჯანდიერის თქმით, ბავშვი გრძნობს ყველაფერს – სიხარულსაც, სტრესსაც, ემოციურ გულგრილობასაც კი. ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც მას აწვება, არა მატერიალური პრობლემებია, არამედ მშობლის უცხოვრებელი ცხოვრება:
„ყველაზე მძიმე ტვირთი ბავშვის მხრებზე? ბავშვი ჩვენი „ემოციური ეკოსისტემის“ სარკეა. ის გრძნობს ყველაფერს.. სიხარულსაც, სტრესსაც, ემოციურ გულგრილობასაც კი აღიქვამს. ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც მას აწვება, არა მატერიალური პრობლემებია, არამედ მშობლის „უცხოვრებელი ცხოვრებაა“.
როდესაც, მშობლები ვერ არიან ცოცხლები საკუთარ ემოციებში, მუდმივად დაძაბულნი, დასტრესილები, ან გულგრილნი - ბავშვი ჩერდება. ის იწყებს დროსთან არადამიანურად სწრაფად ზრდას, იღებს ემოციურ პასუხისმგებლობას, რომელიც არ ეკუთვნის მას. ასეთი ტვირთი ნელ-ნელა აყალიბებს შიშს, თვითშეფასების პრობლემებს და უკიდურესად ხელს უშლის შინაგანი თავისუფლების განვითარებას. „ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც ბავშვის მხრებს აწვება, - არის მისი მშობლების უცხოვრებელი ცხოვრება“. (კ.გ. იუნგი)
მშობლებო, რეალიზდით! იცოცხლეთ - არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გულითა და სულით. თქვენი სრულყოფილი ყოფა, შინაგანი სიმშვიდე და ემოციური თანადგომა არის ბავშვის სწორი ზრდის, ნდობისა და ბედნიერების საფუძველი“,- წერს ქეთევან ჯანდიერი.