
ისტორიული წყაროების მიხედვით, ინცესტი ანუ ნათესაური სექსუალური კავშირები საკმაოდ გავრცელებული იყო ანტიკური ეგვიპტის მმართველების, ფარაონების ეპოქაში. ისტორიკოსების ცნობით, ეს სამეფო ხაზის შთამომავლობის გაგრძელების წყაროდაც მიიჩნეოდა.
თანამედროვე სამყაროში ინცესტის თემა ნაწილობრივ კვლავ ტაბუირებულია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინცესტის თაობაზე საერთო საკანონმდებლო მიდგომები არ არსებობს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში ახლო ნათესაური ინცესტი პატიმრობით ისჯება.
აღნიშნული ფაქტი საქართველოში 2015 წელს მოხდა:
ქობულეთში ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და ჩემივე ინიციატივით მოხდა სექსუალური კავშირი.
მთელი 10 დღე სულ ერთად ვიყავით ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს აღარ ვდგამდით, მეგონა ჩვეულებრივი საზაფხულო რომანი იქვე დასრულდებოდა. ასეც მოხდა...
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ შემექმნა, რაც თბილისში ჩამოვედი. ფეისბუქის მეგობრებითა და სანაცნობო წრის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ ის მამაჩემის პირველი ცოლის შვილია, რომელიც 19 წლამდე ლენინგრადში იზრდებოდა და წლებია რაც საქართველოში ჩამოვიდა.
ამ ამბავს ვერც ვერავის ვუყვები და წერაც მიჭირს.
მიჭირს გადმოვცე ჩემი ტკივილი, აღარ ვიცი ვის დავაბრალო ან როგორც მოვიქცე. არც ის ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა ეს ამბავი მასაც რომ ვუთხარი?!
უნდა მეფიქრა რომ ის უფრო რთულად გადაიტანდა, მაგრამ ამაზე არ დავფიქრებულვარ. იმაზეც ვნერვიულობ უნდა ვწერდე თუ არა ამ წერილს, მაგრამ იქნებ ვინმე ფსიქოლოგმა მირჩიოს რამე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ადრეულ ასაკში ქორწინება, შვილის 9-წლიანი ლოდინი და დანგრეული ოჯახი - მაგდა ანიკაშვილის პირადი
ეკა, ჩემი ოჯახის წევრია... არაფერს მოვერიდები, „სროკზე“ წავალ, ნასკებს ამოგგლეჯთ პირიდან - „უცნობი“