Digest Logo

ავარია კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

1790841639
პოლიციის ლენტი

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში - ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.

შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი, ერთს კი ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.

სამი მოსწავლე კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა შეიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ალტერნატიული როკი ყველაზე თავისუფალი ჟანრია საკუთარი თავის გამოსაჩენად“ - როკბენდი Almost Famous „იმედის დილის“ ეთერში

⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია

⭕ ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს

✕