Digest Logo

ავარია ოზურგეთში - დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი

1787825193
საპატრულო პოლიცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია gurianews წერს, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 მოზარდი, რომელთაგან ერთი კლინიკაში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ოპერაციის დროს გარდაიცვალა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.