Digest Logo

ჩაქვში მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

1775462391
პოლიცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

შემთხვევა, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მის გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

🎥 „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით