Digest Logo

🎥 „ჩასარიცხი აპარატით, საკუთარ ანგარიშებზე გარკვეულ თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატს აზიანებდნენ და მასში არსებულ სრულ თანხას ეუფლებოდნენ“ - დაკავებულია 3 პირი

1736071638
დაკავებადაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს პერიოდი იმისათვის გვეძლევა, რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გავაანალიზოთ რა შეცდომები დავუშვით...“ - ხათუნა ნოელი მარსის რეტროგრადულობაზე

„რადგანაც დემონური სული და ენერგია ასე ბობოქრობს, მთავარი საზრუნავი სავალალო შედეგია...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

🎥 „საუკეთესო ხარ, ანათებ“ - თიკა ფაცაციას მიერ შესრულებული „All I want for Christmas“