Digest Logo

ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი „კარტოგრაფების საქმეზე“ დაიკითხა

1700571569
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 21 ნოემბერს „კარტოგრაფების საქმეზე“ დაიკითხა. მისი დაკითხვა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ზურაბ ნოღაიდელი 2005-2007 წლებში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი იყო, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საკითხს განიხილავდნენ.

ნოღაიდელმა თქვა, რომ საზღვართან და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომპეტენციაში იყო.

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზედაც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ[მალხაზ მიქელაძემ] თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი... უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, - განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ 2006 წელს ბევრი მონაკვეთი საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმდა, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.

ადვოკატის კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ - არა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 446 კმ-ია, საზღვრის სადავო მონაკვეთზე კი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

2020 წელს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 308-ე მუხლის პირველი ნაწილით – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მის ზოგიერთ მონაკვეთზე შესაძლოა შეთანხმებული იყოს ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ.

საქმეზე დელიმიტაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზვიად გამსახურდია დღემდე ჩემი პრეზიდენტია, სხვა პრეზიდენტი მე არ მყოლია“ - ზაურ ბედია

🎥 „2 წელი და 7 თვე, დღეში 5-6-ჯერ მქონდა პანიკური შეტევები. გავახილე თვალი და აპარატზე ვარ შეერთებული“ - რას ჰყვება ნინა წკრიალაშვილი

🎥 რა გახდა ნინა წკრიალაშვილის ქვეყნიდან წასვლის მიზეზი - ტელეწამყვანის გულახდილი ინტერვიუ