Digest Logo

ირანის მოქალაქეს, რომელიც 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი „ჰეროინის“ საქმეზეა დაკავებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1759060909
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლო

დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების საქართველოში შემოტანისთვის დაკავებულ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინი“ შემოტანა.

გამოძიების მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მძღოლი იყო და ტვირთზე ინფორმაცია არ ჰქონია. გამოძიების თქმით, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „წითელი ხიდიდან“ შემოვიდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომობილი საქართველოდან ბულგარეთის მიმართულებით უნდა წასულიყო.

გამოძიებამ ირანის მოქალაქის მიმართ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო შენახვა-შეძენა) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა, ტრანზიტით გადაზიდვა, (15-დან 20 ან უვადო პატიმრობა); ასევე ბრალდებულს ედავებიან 261-ე მუხლს, რაც ფსიქოტროპული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ევა ბარბაქაძე ცისფერ ელეგანტურ კაბაში პოზირებს - ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

⭕„ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი აზრი უტყუარია, სწორად ფიქრობენ და სწორად ცხოვრობენ“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

⭕„ამ ყველაფერს ვუკავშირებ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში...“ - ანი გიუნტერი