Digest Logo

„კარი გააღო თუ არა თეამ, პირდაპირ ესროლა“ - ცნობილია, სენაკში მოკლული ქალის ვინაობა

1780398149
ლენტი

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ცნობილია, ტრაგიკულად დაღუპულის ვინაობაც. მოკლული ქალი თეა ხარგელიაა. 

„მკვლელი დაკავებულია, ის ვიცით, რომ მივიდა მასთან სახლში, მიაკაკუნა, კარი გააღო თუ არა თეამ, პირდაპირ ესროლა. არავინ იცის, რაზე ჰქონდათ კონფლიქტი. გარდაცვლილი 45 წლამდე იყო. სხვა დეტალები არ ვიცით, ველოდებით გამოძიებას“, - უყვება ambebi.ge-ს მოკლულის ახლობელი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕„მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო!“ - დღეს, 2 ივნისს, საქართველო გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გააცილებს

⭕ „უსამართლოდ მოგექცნენ და სამართლიანად იყვირე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.ambebi.ge