Digest Logo

ხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა

1764667361
მეხანძრე-სახანძრო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა.

მეზობლების თქმით, კაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.