Digest Logo

🎥 მიგრაციის დეპარტამენტმა თებერვალში უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

1741768348
მიგრაციის დეპარტამენტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული თვის მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნის 85 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

გაძევებულ პირებს, კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, ნიგერიის, ალჟირის, ჩინეთის, სომხეთის, ნეპალის, ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მიანმარის, ლიეტუვას, ისრაელის და კამერუნის - ჯამში 85 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ა, კაცი! ქალს ხელის გულზე ატარებს“ - რა გამოხმაურება მოჰყვა შორენა ბეგაშვილის რჩეულის გამოჩენას

🎥 „გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, წარმატება თქვენ მხარეს არის“ - 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕🎥 72 საათი მობილური ტელეფონი გარეშე - რა აჩვენა ექსპერიმენტმა და რატომ ვერ ვწყვეტთ სქროლვას?