Digest Logo

🎥 მოქალაქეს, რომელიც 63 წლის ქალს სექსმუშაკობას აიძულებდა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ტრეფიკინგის საქმე

1746704104
ტრეფიკინგის საქმე

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობითა და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა.

„ფსიქოლოგიური ძალადობით, შანტაჟით და მუქარით აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია მამაკაცებისთვის, გამომუშავებული თანხა კი მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, აშანტაჟებდა და სხვადასხვა კრიმინალური წარსულის მქონე პირებით ემუქრებოდა. იგი მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულს და დადგენილი ოდენობით თანხის ჩარიცხვას სთხოვდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (მუქარით, ძალადობით და შანტაჟით ჩადენილი ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახმა „პსჟ-ს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა - ფოტოები

🎥 პრედიაბეტი ყოველ მესამე ადამიანს აქვს და მისი მკურნალობა შესაძლებელია წამლების გარეშე! - კოტე თოდუას რჩევები

⭕„ჩვენ „ფერმერთა ლიგა“ ვართ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“ - ლუის ენრიკე