ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ღამის რეისით, საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა. ის 61 წლის ქალია. საზღვარი გადმოკვეთა, გაიარა შემოწმება და მალევე მისი საეჭვო ხელბარგი, დეტალური დათვალიერებისთვის, სპეციალურ ოთახში გადაიტანეს და გახსნეს.
კადრებში 420 აბი "ტრამადოლი" ჩანს. ნარკოტიკი 61 წლის ქალს მცირე ზომის ჩანთაში ჰქონდა დამალული. ჩამოფრენილ მგზავრს სამართალდამცველებმა ხელბორკილები აეროპორტშივე დაადეს.
ნარკოდანაშაულის ფაქტი სამართალდამცველებმა თბილისშიც აღკვეთეს. "ბუპრენორფინის" შემცველი 75 სტიკერი პოლიციამ 43 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისასა ამოიღო.
"კურიერის" ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ტაშკენტის ქუჩაზე დააკავეს, მაშინ, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა. პოლიციას ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა. "ბუპრენორფინის" შემცველ 75 სტიკერს ახალგაზრდა კაცი ჯიბეში მალავდა.
"ბუპრენორფინის" შემცველი 75 სტიკერის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ნარკოტიკული საშუალება მის დაცვის ქვეშ მყოფს სამკურნალოდ სჭირდებოდა.
43 წლის მამაცი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება.
ნარკოდანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ზღაპრულია ამ გოგოს ცხოვრება“ - შორენა ბეგაშვილი დუბაიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს
🔵„იმედია, 54 წლისაც ასე ვიქნები და 75 წლის ასაკშიც...“ - რას წერს ეკო ფანგანი