Digest Logo

„ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა“ - ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი მარნეულში დააკავეს

1767855889
მარნეული, დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.